вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა...ინტელის სასწავლო კურსი ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის ,უმნიშვნელოვანესი იყო,რადგან მის ფარგლებში გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. ვთვლი,რომ ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო.                         მადლობა ქალბატონ ქეთის,რომელიც განსაკუთრებული გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა  ჩვენს ყოველ სატრენინგო დღეს...მადლობა  მას საოცარი პოზიტიური გარემოს  შექმნისთვის .

воскресенье, 9 июля 2017 г.

ტრენინგის მე-8 დღე

             ტრენინგი  საინტერესოდ დაიწყო . გავიმეორეთ წინა მასალა . შევქმენით ფასილიტაციის ნიმუსები, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე . ვიმუშავეთ  საქაღალდის ატვირთვაზე დრაივში, საქაღალდის მისამართების მინიჭებაზე და მის გადატანას ბლოგზე. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

суббота, 8 июля 2017 г.

მე-7 დღე

     დღე  ჩვეულებისამებრ  წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ.  ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებების  გათვალისწინებით ინდივიდუალურ  გეგმაზე .პროექტისათვის საჭირო რესურსებსა დ პროცედურებზე .დღე ძალიან საინტერესო იყო.

воскресенье, 2 июля 2017 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგი გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის  შექმნაზე.გადავხედეთ პროექტის გეგმებს,ასევე  განვიხილეთ ის შეფასების რუბრიკები, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის გვჭირდებოდა.დღე ძალიან საინტერესოდ დასრულდა.

суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის მე-5 დღე

 ტრენინგი ჩვეულებისამებრ წინა მასალის გამეორებით  დავიწყეთ. განვიხილეთ საავტორო უფლებები და   პროექტისათვის გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ბლოგზე ერთმანეთს გავუკეთეთ  კომენტარები. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

воскресенье, 25 июня 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღე

წინა მასალის გამეორების შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას,თუ რას გავაკეთებთ  პროექტის  მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის  დასრულების შემდეგ. ასევე ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაციზე.